გაუქმებული ფრენის კომპენსაცია

ავიაკომპანიამ ფრენა გააუქმა?

შესაძლოა 600 ევრომდე კომპენსაცია გეკუთვნოდეთ.

არ იცით, საიდან დაიწყოთ? მიმართეთ Flyinspectors-ს. ჩვენ გადავამოწმებთ თქვენი რეისის გაუქმების გარემოებებს და, თუ სამართლებრივი საფუძველი არსებობს, დაგეხმარებით ავიაკომპანიისგან კუთვნილი თანხის მიღებაში.

კომპენსაცია რეისის მანძილის მიხედვით
1 500 კმ-მდე€250
1 500–3 500 კმ€400
3 500 კმ-ზე მეტი€600
კომპენსაციას არ იღებთ — საფასურს არ იხდით.
უფლებები

როდის გეკუთვნით გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?

გაუქმებული ფრენა ყოველთვის არ ქმნის ფიქსირებული კომპენსაციის მიღების უფლებას. გეკუთვნით თუ არა ანაზღაურება, ძირითადად, სამ გარემოებაზეა დამოკიდებული:

1

როდის შეგატყობინეს რეისის გაუქმება?

თუ რეისის გაუქმებაზე გაიგეთ, როდესაც გამგზავრებამდე 14 დღეზე ნაკლები რჩებოდა, შესაძლოა კომპენსაცია გეკუთვნოდეთ.

2

შემოგთავაზეს თუ არა ალტერნატიული რეისი?

მნიშვნელოვანია, შემოგთავაზეს თუ არა სხვა რეისი და რამდენით შეიცვალა დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო.

3

რა იყო ფრენის გაუქმების მიზეზი?

გაუქმება ავიაკომპანიის ბრალით უნდა იყოს გამოწვეული. განსაკუთრებული გარემოებისას, მაგ. ძლიერი უამინდობისას, კომპენსაცია შესაძლოა არ გაიცეს.

i

მნიშვნელობა აქვს ფრენის მარშრუტსაც და მოქმედ კანონმდებლობასაც.

არჩევანი

კომპენსაცია, თანხის დაბრუნება თუ ალტერნატიული ფრენა?

რეისის გაუქმებისას შესაძლოა გქონდეთ ფიქსირებული კომპენსაციის მიღების უფლება. ასევე, დამატებით, არჩევანის უფლება ბილეთის თანხის დაბრუნებასა და ალტერნატიულ მგზავრობას შორის:

ფულადი კომპენსაცია

დამატებითი ანაზღაურება, რომელიც შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას გაიცემა.

ბილეთის თანხის დაბრუნება

შეგიძლიათ მოითხოვოთ ბილეთში გადახდილი თანხა, თუ მგზავრობის გაგრძელება აღარ გსურთ.

ალტერნატიული ფრენა

შეგიძლიათ აირჩიოთ დანიშნულების ადგილამდე სხვა რეისით მგზავრობა, მოქმედი წესების შესაბამისად.

!

თუ ალტერნატიული რეისი არ შემოგთავაზეს და თავად მოგიწიათ ახალი ბილეთების შეძენა, ეს შესაძლოა გახდეს დამატებითი ხარჯის ანაზღაურების წინაპირობა. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპენსაცია გაუქმებულ ფრენაზე შესაძლოა გეკუთვნოდეთ მაშინაც კი, თუ ისარგებლეთ ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ფრენით ან სხვა ბენეფიტებით. მსგავს შემთხვევებში უმჯობესია დაგვიკავშირდეთ დამატებითი კონსულტაციისთვის.

უფასო კონსულტაცია

არ ხართ დარწმუნებული, გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია?

დაგვირეკეთ — გადავამოწმებთ თქვენს შემთხვევას და გეტყვით, რა ნაბიჯები გადადგათ.

+995 593 00 03 94
თანხა

რა კომპენსაცია გეკუთვნით გაუქმებული რეისის შემთხვევაში?

დღეს მოქმედი რეგულაციებით, ფრენის გაუქმების კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდეა.

250 €
1 500 კმ-მდე
400 €
1 500–3 500 კმ
600 €
3 500 კმ-ზე მეტი

სხვა შესაბამის მარშრუტებზე

%

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა გაუქმებული რეისის კომპენსაცია 50%-ით შემცირდეს, თუ ალტერნატიული რეისით დანიშნულების ადგილზე კანონით დადგენილ ვადაში ჩახვალთ.

i

შესაძლოა ანაზღაურება გეკუთვნოდეთ მაშინაც, თუ რეისი არ გაუქმებულა და მხოლოდ დაგვიანდა. დამოკიდებულია იმაზე, რა მიზეზით დაგვიანდა რეისი და როდის ჩახვედით დანიშნულების ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.

პროცესი

როგორ მოითხოვოთ კომპენსაცია ავიაკომპანიისგან?

რა ვქნა თუ ფრენა გაუქმდა? პირველ რიგში, შეინახეთ ბილეთი, ჯავშნის მონაცემები და, არსებობის შემთხვევაში, ავიაკომპანიის შეტყობინება.

შემდეგ დაუკავშირდით Flyinspectors-ს. ჩვენ გადავამოწმებთ თქვენს რეისს და, თუ აღმოჩნდა, რომ კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თქვენს ნაცვლად დავიწყებთ საქმის წარმოებას.

01

შეავსეთ განაცხადი

საიტზე შესაბამის ველებში უთითებთ რეისის თარიღს, ნომერსა და გაუქმების დეტალებს. FlyInspectors გადაამოწმებს, არსებობს თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.

02

ჩვენ ვმართავთ საქმეს

თუ დადგინდა, რომ რეისის გაუქმების გარემოებები კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველს ქმნის, ვიწყებთ ფრენის კომპენსაციის მოთხოვნას. ჩვენი გუნდი მართავს ავიაკომპანიასთან კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მტკიცებულებებსაც მოიძიებს.

03

იღებთ კომპენსაციას

დადებითი შედეგის შემთხვევაში კომპენსაციას ჩვენი მომსახურების საფასურის, მიღებული თანხის 25%-ის, გამოკლებით იღებთ. თუ კომპენსაციას არ იღებთ, მომსახურების საფასურსაც არ იხდით.

25% მხოლოდ წარმატების შემთხვევაში
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის მნიშვნელოვანი გაუქმების შესახებ 14 დღით ადრე შეტყობინება?

თუ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მინიმუმ 14 დღით ადრე გაცნობათ, ფიქსირებული კომპენსაცია, როგორც წესი, აღარ გაიცემა. უფრო გვიანი შეტყობინების შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია, შემოგთავაზათ თუ არა ავიაკომპანიამ ალტერნატიული რეისები, როდის სრულდება ალტერნატიული რეისი და რამდენით იცვლება დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო.

შეიძლება თუ არა თანხის დაბრუნებასთან ერთად კომპენსაციის მიღებაც?

დიახ. ბილეთის საფასურის დაბრუნება და ფიქსირებული კომპენსაცია სხვადასხვა უფლებაა. არის შემთხვევები, როცა შესაძლოა ორივე გეკუთვნოდეთ.

გაიცემა თუ არა კომპენსაცია უამინდობის გამო გაუქმებულ რეისზე?

მძიმე უამინდობა შესაძლოა განსაკუთრებულ გარემოებად ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში ფიქსირებული კომპენსაცია შეიძლება არ გაიცეს. თუმცა ავიაკომპანიამ უნდა დაასაბუთოს გაუქმების მიზეზი და დაადასტუროს, რომ ყველა გონივრული ზომა მიიღო განსაკუთრებული გარემოებით გამოწვეული გაუქმების თავიდან ასაცილებლად.

ფრენა გაუქმდა?

შეავსეთ განაცხადი ან დაგვირეკეთ უფასო კონსულტაციისთვის.