დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია

რეისი 3 საათით ან მეტით დაგვიანდა?

შესაძლოა 600 ევრომდე კომპენსაცია გეკუთვნოდეთ.

არ იცით, საიდან დაიწყოთ? მიმართეთ Flyinspectors-ს. ჩვენ გადავამოწმებთ თქვენი რეისის დაგვიანების გარემოებებს და დაგეხმარებით ავიაკომპანიისგან კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში, თუ ამის წინაპირობა არსებობს.

კომპენსაცია რეისის მანძილის მიხედვით
1 500 კმ-მდე€250
1 500–3 500 კმ€400
3 500 კმ-ზე მეტი€600
დაგვიანება ითვლება საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დროით.
უფლებები

როდის გეკუთვნით დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?

დაგვიანებული რეისი კომპენსაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ ერთდროულად რამდენიმე პირობა სრულდება:

1

ჩასვლის დრო

3 საათზე მეტი დაგვიანება კომპენსაციას ავტომატურად არ ნიშნავს. დაგვიანება საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დროით განისაზღვრება.

2

რეისის მარშრუტი

მნიშვნელოვანია, საიდან გაფრინდა რეისი, სად ჩაფრინდა და რომელმა ავიაკომპანიამ შეასრულა ფრენა.

3

შეფერხების მიზეზი

განსაკუთრებული გარემოებისას, მაგ. უამინდობისას, კომპენსაცია შესაძლოა არ გაიცეს. თუმცა ავიაკომპანიამ უნდა დაასაბუთოს დაგვიანების მიზეზი.

თანხა

რამდენია კომპენსაცია და როგორ ითვლება დაგვიანების დრო?

გეკუთვნით თუ არა ფრენის დაგვიანების კომპენსაცია, დამოკიდებულია საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დროზე. რეისი დანიშნულების ადგილზე გრაფიკით გათვალისწინებულზე მინიმუმ 3 საათით გვიან უნდა მოხვდეს. განაცხადის შევსებამდე საჭიროა დაგვიანების გარემოებების გადამოწმება — არის შემთხვევები, როცა ავიაკომპანიას ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება.

მაგალითი

დაჯავშნილი გქონდათ რეისი გადაჯდომით და დაგვიანდა პირველი ფრენა. თუ რეისებს შორის საკმარისი დრო გქონდათ, მეორე ფრენას მიუსწარით და დანიშნულების ადგილზეც დროულად მოხვდით, დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია არ გაიცემა.

რაც შეეხება თანხას, ფრენის კომპენსაცია დამოკიდებულია მანძილზე, მარშრუტზე, შეფერხების მიზეზსა და მოქმედ რეგულაციებზე.

250 €
1 500 კმ-მდე
400 €
1 500–3 500 კმ
600 €
3 500 კმ-ზე მეტი

სხვა შესაბამის მარშრუტებზე

!

ფრენის დაგვიანების კომპენსაცია განსხვავდება ბილეთის საფასურის დაბრუნებისგან. გამგზავრების მინიმუმ ხუთი საათით დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს შეუძლია უარი თქვას მგზავრობის გაგრძელებაზე და მოითხოვოს ბილეთის საფასურის დაბრუნება, შესაბამისი პირობებით.

აეროპორტში

რა უფლებები გაქვთ აეროპორტში ლოდინის დროს?

ფრენის დაგვიანებისას მგზავრის უფლებები ფულადი კომპენსაციით არ შემოიფარგლება. ლოდინის ხანგრძლივობისა და ფრენის მანძილის მიხედვით ავიაკომპანიას შესაძლოა დამატებითი დახმარების გაწევის ვალდებულებაც დაეკისროს.

კვება და კომუნიკაცია

ფრენის მანძილისა და დაგვიანების ხანგრძლივობის მიხედვით, შესაძლოა გეკუთვნოდეთ უფასო საკვები, სასმელი და კომუნიკაციის საშუალებები.

სასტუმრო და ტრანსპორტი

თუ ღამისთევა გახდა საჭირო, ავიაკომპანიას ზოგ შემთხვევაში ევალება ტრანსპორტისა და სასტუმროს (ან ალტერნატიული ღამის გასათევის) ორგანიზება.

i

აეროპორტში დახმარების მიღებისა და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ერთის მიღება მეორეს ავტომატურად არ გამორიცხავს.

→

თუ რეისი საერთოდ არ შესრულდა, შესაძლოა გეკუთვნოდეთ გაუქმებული ფრენის კომპენსაცია.

უფასო კონსულტაცია

არ ხართ დარწმუნებული, გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია?

დაგვირეკეთ — გადავამოწმებთ თქვენს შემთხვევას და გეტყვით, რა ნაბიჯები გადადგათ.

+995 593 00 03 94
პროცესი

როგორ მოითხოვოთ დაგვიანებული რეისის კომპენსაცია?

თუ აპირებთ მოითხოვოთ კომპენსაცია დაგვიანებულ ფრენაზე, ყოველთვის შეინახეთ ბილეთი, ჯავშნის მონაცემები და, თუ უკვე სცადეთ ავიაკომპანიასთან დაკავშირება, თქვენი მიმოწერა.

შემდეგ დაუკავშირდით Flyinspectors-ს. ჩვენ გადავამოწმებთ თქვენს რეისს და, თუ აღმოჩნდა, რომ კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, დავიწყებთ საქმის წარმოებას.

01

შეავსეთ განაცხადი

საიტზე შესაბამის ველებში უთითებთ რეისის თარიღს, ნომერსა და დაგვიანების დეტალებს. FlyInspectors გადაამოწმებს, არსებობს თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.

02

ჩვენ ვმართავთ საქმეს

თუ დადგინდა, რომ რეისის დაგვიანების გარემოებები კომპენსაციას ექვემდებარება, ვიწყებთ ფრენის კომპენსაციის მოთხოვნას. ჩვენი გუნდი მართავს ავიაკომპანიასთან კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მტკიცებულებებსაც მოიძიებს.

03

იღებთ კომპენსაციას

დადებითი შედეგის შემთხვევაში კომპენსაციას ჩვენი მომსახურების საფასურის, მიღებული თანხის 25%-ის, გამოკლებით იღებთ. თუ კომპენსაციას არ იღებთ, მომსახურების საფასურსაც არ იხდით.

25% მხოლოდ წარმატების შემთხვევაში
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი საათით უნდა დაიგვიანოს ფრენამ კომპენსაციის მისაღებად?

თვითმფრინავი საბოლოო დანიშნულების ადგილზე სულ მცირე სამი საათით უნდა დააგვიანოს. თუმცა, მნიშვნელოვანია შეფერხების მიზეზი და მოქმედი რეგულაციები.

როგორ ითვლება დაგვიანება, გაფრენის თუ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დროით?

კომპენსაციისთვის ითვლება საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო. დამაკავშირებელი ფრენებისას მნიშვნელოვანია, გქონდათ თუ არა ერთიანი ჯავშანი და რამდენით დაგიგვიანდათ საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა. თუ პირველი ფრენის დაგვიანების გამო მეორეს ვერ მიუსწარით, შესაძლოა გეკუთვნოდეთ კომპენსაცია, მაშინაც კი, თუ მეორე რეისი დროზე ჩავიდა. დაგვიანება ითვლება იმ მომენტამდე, სანამ თვითმფრინავის კარი გაიღება და მგზავრებს გასვლის საშუალება მიეცემათ.

მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია უამინდობის გამო დაგვიანებულ რეისზე?

ძლიერი უამინდობა შესაძლოა განსაკუთრებულ გარემოებად ჩაითვალოს. თუმცა მიზეზი უნდა დასაბუთდეს და ობიექტურად შეფასდეს, შეეძლო თუ არა ავიაკომპანიას შეფერხების თავიდან აცილება, რა ღონისძიებები გაატარა იმისათვის, რომ დაგვიანება არ მომხდარიყო ან შემცირებულიყო, და შესთავაზა თუ არა მგზავრს სხვა რეისით სარგებლობა.

ფრენა დაგვიანდა?

შეავსეთ განაცხადი ან დაგვირეკეთ უფასო კონსულტაციისთვის.